ბავშვების პროსტიტუციის კერები საქართველოში - უმძიმესი პრობლემის სავალალო მაჩვენებლები

ბავშვების პროსტიტუციის კერები საქართველოში - უმძიმესი პრობლემის სავალალო მაჩვენებლები

თბილისის ვარდების რევოლუციის სკვერის და კაშკაშა რედისონ-ბლუს ქვეშ არის შარდის სუნით გაჟღნთილი მიწისქვეშა ლაბირინთი, ბუნკერის მსგავსი თავშესაფარი, საიდანაც თურქული და შუააღმოსავლური მუსიკის ხმა იმის. ეს არ არის უბრალოდ ვენიუ, სადაც დალევ ან სტრიპტიზ ბარი. არასრულწლოვან გოგონებს, რომლებმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ქუჩაში გაატარეს, ასეთი ღამის კლუბები თავაზობენ სექს მუშაკად მუშაობას. ეს ის პრობლემაა, რომლისთვის ყურადღების მიქცევას საქართველო მხოლოდ ახლა იწყებს.

მონაცემების არარსებობა ნიშნავს, რომ არავინ იცის, რამდენი ბავშვია სექსუალურად ექსპლუატირებული სამხრეთ კავკასიის ამ 4.49 მილიონიან ქვეყანაში. ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ეს უფრო ფართო პრობლემის ნაწილია, რასაც ქვია სიღარიბე, რის გამოც ბავშვებს უწევთ სახლში არსებული სავალალო მდგომარეობიდან გაქცევა.

2008 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად 1500-მდე ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში საქართველოს ოთხ უდიდეს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებმა კი უჩვენა, რომ რიცხვი 2500 უტოლდება. ბავშვებიდან ეთნიკურად ქართველი 40 პროცენტია, აზერბაიჯანელი და ქურთი 20 პროცენტი, ბოშა კი 17%. დანარჩენების ეთნიკური კუთვნილება უცნობია.

ამ ბავშვების მთავარი შემოსავალი მათხოვრობაა და აქედან საშუალო შემოსავალი 20-დან 50 ლარამდე მერყეობს. ხშირად მათ ოჯახის წევრები აიძულებენ, რომ იმათხოვრონ. ზოგი კი ოჯახში ერთადერთია, ვისაც პურის ფული შეაქვს.

მაშინ, როდესაც მთავრობამ სამუშაო ადგილების გაზრდის პირობა დადო, საქართველოში უმუშევრობის დონე 14.6 პროცენტია. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კი გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი. ბოლო მონაცამებით, რომელიც 2012 წლისთვის თარიღდება, საშუალო შემოსავალი 712.50 ლარს უდრიდა.

როდესაც ბავშვი მათხოვრები იზრდებიან, მათი შემოსავალიც კლებულობს. როგორც სოციალური მუშაკები აცხადებენ, 14 წლის ბიჭები ძირითადად დანაშაულს ჩადიან, იპარავენ, ხოლო გოგონები სექს მუშაკები ხდებიან.

”რუსთავის თავშესაფარში ახლა სამი თინეიჯერი გოგონა გვყავს. მათ ყველამ გამოიარეს პროსტიტუცია თბილისში თურქულ კაფეებში", - ამბობს თამარ შარაშიძე, შემწეობის კათოლიკური ორგანიზაციის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერი.

ბაშვები ღიად არ საუბრობენ თავიანთ წარსულზე, მაგრამ სოც-მუშაკები ამბობენ, რომ კავშირი აშკარაა. ”ისინი ამბობენ, რომ მეგობარმა მისცა ფული, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად იყვნენ, როგორ ბარებში იმყოფებოდნენ”, - ამბობს ნინო დანელია სოც-მუშაკი, რომელიც ქუჩის ბავშვებთან მუშაობს.

ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ პოლიცია ბავშვთა პროსტიტუციის საკითხებზე რეაგირებას არ ახდენს, რადგან არ გააჩნია შესაბამის საკითხებთან გამკლავების არც თეორიული, არც პრაქტიკული ცონდა, ან სურვილი. საზოგადოდ, ამ თემას ტაბუ ადევს და სახელმწიფოსთვის აქამდე არავის მიუმართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო EurasiaNet.org-ს მრავალრიცხოვან თხოვნაზე კომენტარებს არ აკეთებს.

საქართველოს კრიმინალური კოდექსი დიდ ყურადღებას არ უთმობს ბავშვთა პროსტიტუციას. 171-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციაში, ან სხვა სექსუალურ გარყვნილებაში ჩართული პირები 170 დღიანი გამოსასწორებელი სამუშოთი ან მაქსიმუმ 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯებიან.

შედარებისთვის, ევროკავშირში ”ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმა” მინიმუმ 10 წლიანი თავისუფლების აღკვთით ისჯება. ამერიკაში მინიმალური სასჯელი 10-დან 15 წლამდე მერყეობს და მაქსიმალური კი სამუდამო პატიმრობაა.

პრობლემის ნაწილი არის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი (3345 გამოკითხულიდან 72%) 18 წლამდე ასაკის ადამიანებს ზრდასრულებად მიიჩნევს. 16 წელი არის სექსუალური "თანხმობის" ასაკი.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოები ქართულ სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ შეცვალონ კანონი და ბავშვები ეფექტურად დაიცვან, თუმცა ბევრი ქართველი თვლის, რომ ასეთი პრობლემა ინდივიდუალურად ოჯახის საზრუნავია და არა საზოგადოების.

ასეთი დმოკიდებულება ხელს უშლის ოჯახური ძალადობის შეჩერებას, ერთ-ერთ მიზეზს ბავშვების ქუჩაში ცხოვრების. 2010 წელს სახელმწიფომ გამოკვეთა პროცედურები, თუ როგორ ემოქმედა მსგავს საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ დაბრკოლებები კვლავ არსებობს, - ამბობს ეკა ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური სერვისის სააგენტოს პროგრამული მენეჯერი.

”სოც-მუშაკებს მეტი ძალაუფლება ჭირდებათ ასეთი ფაქტები რომ შეაჩერონ. ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვი წავიყვანოთ მოძალადე მშობლისგან პოლიციის ნებართვის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, ისინი მეტ მტკიცებულებას მოითხოვენ”, - განაცხადა ჯავახიშვილმა. ”ნივთმტკიცებას ვერ მიიღებ ემოციური და სექსუალური ძალადობისგან. ჩვენ და მათი აღქმა, თუ რა არის ძალადობა, განხვავებულია”. ჯავახიშვილი სექტემბერში პარლამენტისგან ელის ცვლილებებს ოჯახური ძალადობის მნიშვნელობის დასაზუსტებლად.

ყველაზე ნათელი მაგალითი სახელმწიფოს მცდელობისა, შეეჩერებინა ბავშვთა პროსტიტუციის ტალღა, იყო 2012 წლის გეგმა. ის დაეხმარა სოციალური მომსახურების ცენტრებს სოც-მუშაკებისგან შემდგარი მობილური ჯგუფების შექმნაში, რომლებიც აფასებდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საჭიროებას.

თბილისში ასეთი მხოლოდ ოთხი ჯგუფი არსებობს. 2015 წელს ჯანმრთელობის სამინისტრო ელის, რომ დაამტკიცოს ერთი ჯგუფი ქუთაისში და ერთი ბათუმში სამუშაოდ. თბილისში ორი სოციალური მომსახურების ცენტრი რჩება, რომელთაც ერთდროულად შეუძლიათ 30 ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს მოუარონ და ერთი გარდამავალი ცენტრი, რომელიც ეხმარება 20-მდე ბავშვს შინ ცხოვრებისთვის ადაპტირებაში.

მაშინ, როდესაც ყველა ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია თანხმდება, რომ არსებობს მნიშვნელოვანი წინსვლა და სახელმწიფოს ნება, გამოასწორონ კანონები, მთავარი გასაღები ბავშვების ქუჩიდან და ბორდელებიდან გამოსაყვანად, სიღარიბის დაძლევაა.

”საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა აიძულებს ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებას?, -აღნიშნავს ქეთევან მელიქაძე, სოციალური კეთილდღეობის ოფიცერი "უნისეფში", - ეს ჩვენი საზოგადოების ნაკლის რადიკალური გამომჟღავნებაა. თუ მეზობლები, ოჯახის წევრები ან მეგობრები არ დაეხმარებიან, ბავშვები ამ ქსელში გაებმებიან და საბოლოოდ ქუჩაში აღმოჩნდებიან”.

მომზადებულია eurasianet.org-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია