თბილისის უბნები, სადაც ხვალ, 6 აგვისტოს შუქი გაითიშება

თბილისის უბნები, სადაც ხვალ, 6 აგვისტოს შუქი გაითიშება

დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ქვესადგურში "დიღომი-2" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების 284 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და ფარნავაზის ქუჩების 502 აბონენტს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების 439 აბონენტს.

სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და ვარკეთილის მასივის X კვარტლის 762 აბონენტს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, იორის და სამასი არაგველის ქუჩების 140 აბონენტს.

ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის 75 აბონენტს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III და IV მიკრორაიონების 999 აბონენტს.

გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, სარაჯიშვილის და ჭედიას ქუჩების 67 აბონენტს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ასათიანის, ლერმონტოვის, კრწანისის, კოსტავას და ქუჩიშვილის ქუჩების 1042 აბონენტს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების 200 აბონენტს.

დიდგორის რაიონში, ქვესადგურში "ტაბახმელა" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას 194 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია