"სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს"- რატომ ჩამოართვეს ტელევიზორი მერაბიშვილს

"სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს"- რატომ ჩამოართვეს ტელევიზორი მერაბიშვილს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მიერ გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილის გამოთქმაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, წინასასამართლო სხდომაზე გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილი გამოთქვეს.

"ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას ჩამოართვეს კომპიუტერი და ტელევიზორი, რომლებსაც თითქოს არ უბრუნებენ. მიმდინარე წლის 8 ივლისს, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია დისციპლინა, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დაეკისრა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, კერძოდ, 4 თვით (მაქსიმალური ვადაა 6 თვე) შეეზღუდა ნებადართული ნივთებით: კომპიუტერითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება.

მერაბიშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნული დისციპლინური სახდელი გაასაჩივრეს, რის შემდეგაც, მოსამართლის განჩინებით, მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებით მიეცა კომპიუტერით სარგებლობის უფლება. აღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ შეასრულა და მას დროებით გადაეცა კომპიუტერი.

რაც შეეხება გიგი უგულავას, პატიმარს დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება. ამისათვის საჭიროა დაწესებულების ადმინისტრაცია გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდეს მის ქცევას და შეისწავლოს ბრალდებული, ხოლო რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, ამისათვის საჭიროა ბატონ უგულავას უკვე ჰქონდეს მსჯავრდებულის სტატუსი და განესაზღვროს დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება, სადაც მას დირექტორის გადაწყვეტილებით, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს კომპიუტერით სარგებლობის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #97-ე ბრძანების მიხედვით, მაცივარი და გასანათებელი მოწყობილობა არ არის ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაშვებული ნივთების ჩამონათვალში, შესაბამისად, წარმოადგენს აკრძალულ ნივთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ