ნიკა ქავთარაძე დაკავების 8 საათს დეტალურად აღწერს: "დაგვადეს ბორკილები, დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, კინოებში რომ არის, ისე"

ნიკა ქავთარაძე დაკავების 8 საათს დეტალურად აღწერს: "დაგვადეს ბორკილები, დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, კინოებში რომ არის, ისე"

საპატრულო პოლიციის თანამშრლომლებმა იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ნიკა ქავთარაძე პოლიციას დაკავებული ჰყავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა ქავთარაძე შემოწმების შემდეგ გათავისუფლდა. რაც შეეხება შემოწმების მოტივს, შსს-ს განმარტებით, პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.

რაც შეეხება ნიკა ქავთარაძეს, ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოპოსტში დეტალურად აღწერს მომხდარს.

"ქუთაისში მეგობრებთან ვიყავი და დღისით, 4 საათზე, ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ოფისთან ვიდექით, ველოდებოდით, როდის გამოვიდოდა, ჩვენ უნდა შევსულიყავით. ტროტუარზე ვიდექით ოთხნი: მე, "რუსთვაი 2"-ის თანამშრომელი, თემუკა პატარიძე და კიდევ ორი ჩვენი მეგოარი. გაიარა საპატრულო მანქნანამ, ჩვენთან შეანელა, წერეთლის ქუჩაზე, მერე წავიდა მოშორებით დაარტყა წრე... მოგვესალმა და საბუთები მოგვთხოვა. რასთან დაკავშირებით-მეთქი,  რომ ვუთხარი, თქვეს, რომ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ თქვენ ხართ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშო. გამოგვართვეს საბუთები დაიწყეს შევსება და ადმინისტრაციული წესით გვაპატიმრებდენ. მე ვუთხარი, რომ 42- ე მუხლის გამოყენებას ვაპირებ და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემ –მეთქი. ძალიან ცუდი შენთვისო.

რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ საბუთები შეავსო, დაგვადეს ბორკილები ოთხივეს და პატარა ქუჩაზე, სადაც უამრავი მანქანა დადის, რაც შეიძლება დემონსტრაციულად ჩაგვსვეს მანქანში, თავზე ხელის დადებით, კინოებში რომ არის, ისე.

ცოტა ხნის შემდეგ გადმოგვიყვანეს მანქანიდან, მოგვხსნეს ბორკილები, შემდეგ კიდევ დაგვადეს, ალბათ, სხვა ხალხსაც რომ ენახათ. წაგვიყვანეს ნარკოლოგიური ტესტირება სადაც კეთდება იქ, და გზაში გვითხრეს, რომ ეს არ არის თბილისი და თუ თვქენ "ამოგივარდებათ",  ქუთაისში სხვა წესებია, მაგრამ გაატარებთ დროს კაპეზეზე და სასამართლო შედგება ხვალო. ეს დამატებითი სტრესისთვის. 8 საათის განმავლობაში იქ ჩვენი ტესტირება ვერ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებინა, შEუძლებელი იყო კვება. სატელეფონო ზარები გარკვეულწილად შესაძლებელი იყო. ამასთან, დენი სამჯერ წავიდა. უბრალოდ, გაიწელა ეს პროცესი... 8 საათის განმავლობაში ჩვენი, როგორც დაკავებულების უფლებები მუდმივად ილახებოდა.

ჯერ ერთი მეგობარი შევიდა, რომელიც "სუფთა" აღმოჩნდა და გამოუშვეს, მეორე შევედი მე. დაიწყო ტესტირება: გაკეთდა 10 ტესტი ყველა ტიპის ნარკოტიკზე, ყველაფერში უატყოფითი პასუხი მიიღეს, ანუ "სუფთა" ვიყავი. მარიხუანის 2 ტესტი იყო, ერთში "სუფთა" ვიყავი, მაგრამ მეორე ტესტის გაკეთებისას თვითონ ექსპერტმა როგორც თქვა, რაღაც არასწორად "დაასველა", რის გამოც ვერ შრებოდა. მოკლედ, შეცდომის გამო მეორედ გაკეთდა... გადასაზუსტებლად ისევ გაკეთდა და მარიხუანაზე სულ 6 ტესტი გამოვიდა. მას მერე, რაც ''სუფთა'' აღმოვჩნდი, პატრულმა საბუთების შევსება დაიწყო, უნდა გამოვეშვით. ვიყავი ძალიან დასტრესილი, განვიცდიდი, რომ 8 საათი ტყუილად ვიჯექი პატრულის მანქანში ბორკილებით, მაგრამ ჩემი სიმართელე მაინც დავამტკიცე", - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია