რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა გააგზავნა

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა გააგზავნა

ბოლო განახლება | კიევის მერია ევაკუირებულია

რუსეთმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ Unian-ი ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის სპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღისა და დაქირავებული მებრძოლების გადაგზავნას. მისივე თქმით, გუშინ რუსეთის მხრიდან ლუგანსკის ტერიტორიაზე 9 ტანკი, 3 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 "ურალი" შევიდა.

როგორც ანდრეი ლისენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ როსტოვის ოლქის დასახლებული პუნქტიდან რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მესაზღვრეების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შემდეგად რამდენიმე მესაზღვრე დაიჭრა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა