"ქართული ოცნების" სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი საკრებულოში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.
მსახიობმა კოლეგებს სოციალურად დაუცველების პრობლემის შესახებ უამბო, რომლებსაც გურამიშვილის ქუჩიდან ასახლებენ და თხოვნით მიმართა მათ "მიხედონ ადამიანებს".
განცხადების გაკეთების შემდეგ, საკრებულოს სხვა წევრებმა ისაუბრეს, რის შემდეგაც კოლელიშვილი კვლავ სცადა კომენტარი გაეკეთებინა, თუმცა მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომელმაც საკრებულოს წევრი დარბაზიდან გაიყვანა. სხდომა ისე დასრულდა, რომ კოლელიშვილი დარბაზში არ გამოჩენილა.