გიორგი მარგველაშვილი - ყოფილი ხელისუფლების ქმედებების მოდელი 2008 წელს არ უნდა იყოს ჩვენი მომავალი ქმედებებისთვის სახელმძღვანელო

გიორგი მარგველაშვილი - ყოფილი ხელისუფლების ქმედებების მოდელი 2008 წელს არ უნდა იყოს ჩვენი მომავალი ქმედებებისთვის სახელმძღვანელო

ყოფილი ხელისუფლების ქმედებების მოდელი 2008 წელს, არ უნდა იყოს ჩვენი მომავალი ქმედებებისთვის სახელმძღვანელო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისი თქმით, როგორც მაშინდელი ხელისუფლება მოიქცა, საუკეთესო ვარიანტი არ არის. "ისტორიაზე საუბარისას ყოველთვის ჰიპოთეტური გააზრება მოკლებულია სწორ მიდგომას. ჩვენ ვერასდროს აღვადგენთ ისტორიულ რეალობას და ამ ისტორიულ რეალობაში ვერასდროს გავითამაშებთ მოდელს. თუ მაინც და მაინც გვინდა ვისაუბროთ წარსულზე და იმაზე, თუ რა მოხდა, როდესაც მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების მოდელი არ უნდა იყოს ჩვენი მომავალი ქმედებებისთვის სახელმძღვანელო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო საუკეთესო ვარიანტი როგორც და რანაირადაც მოიქცა ყოფილი ხელისუფლება. ყველა პოლიტიკურ ქმედებაში არის შეცდომები. არ მგონია, რომ სულ მიბრუნებულები უნდა ვიყოთ წარსულზე. სულ მიბრუნებულები უნდა ვიყოთ დღევანდელი რეალობისკენ და ვიყურებოდეთ მომავალში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წლის შემდგომი ქმედებებით ვერ უზრუნველყო საკითხების ეფექტური გადაწყვეტა.

"2008 წლის შემდეგ მოხდა რამდენიმე რამ - პირველ რიგში მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის პოზიციის კონსოლიდაცია. დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანაა, მათ შორის გაეროში, რომელიც ნათლად აყალიბებს იმ ჭეშმარიტებას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შეუვალია და, შესაბამისად, ძალიან აქტიურად მუშაობს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ეს არის ის, რაც მოხდა 2008 წლის შემდეგ. თუმცა, რეალურად, იმ პერიოდის შემდეგ განხორციელებულმა პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო საკითხების ეფექტური გადაწყვეტა და ვერ უზრუნველყო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყოფილიყო აღმდგარი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობით. ის, რომ ეს არ მოხდა, ის, რომ რუსეთის ფედერაციას აგრესიული პოლიტიკა არ დაუჯდა ძვირი საერთაშორისო არენაზე, ამიტომაც მივიღეთ ძალიან სწრაფი ქმედებები ყირიმში. ეს ფაქტიურად ერთხელ გათამაშებული სცენარი იყო. საბოლოო ჯამში, არააღიარების პოლიტიკა კი აქტიურად არის მხარდაჭერილი, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო 12 აგვისტოს ხელშეკრულებასთან დაბრუნების თვალსაზრისით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა