ამ წუთებში "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩიხურა-ნეფთჩის მატჩის დასაწყებად ემზადბიან. გულშემატკივრების თქმით უკვე ყველა ადგილი შევსებულია. საცობია თამარ მეფისა და ჭავჭავაძის გამზირზე.
დღეს, 7 აგვისტოს, ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. "მიხეილ მესხზე" საჩხერეს "ჩიხურა" ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლებს.
მატჩი 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ჩიხურა"-"ნეფთჩის" ბილეთის ფასი 7 ლარია - სინამდვილეში, ბილეთი მხოლოდ 4 ლარი ღირს და "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ შეიძინოთ.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში ფრედ 0:0 დასრულდა.