ჩიხურა VS ნეფთჩი - ომს მოედანზე პირველ ტაიმში ნეფთჩი იგებს (1:3)

ჩიხურა VS ნეფთჩი - ომს მოედანზე პირველ ტაიმში ნეფთჩი იგებს  (1:3)

საჩხერის "ჩიხურა" პირველი ტაიმის შემდეგ ბაქოს "ნეფთჩთან" 1:3 მარცხდება. ბაქოელთა მხრიდან სამივე გოლი ვებნიემ გაიტანა, ქართველთა მხრიდან კი გაბედავამ. მატჩზე ერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ქართველ გულშემატკივარს სამართალდამცველებმა პლაკატის, წარწერით "პუტინ ხუილო" გაშლის საშუალება არ მისცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პლაკატის გაშლის ინიციატორებმა განუცხადეს, მათი ეს ქმედება მიმართული იყო რუსეთის და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან დღეს აგვისტოს ომის დაწყების დღეა. ისინი პოლიციელთა ქმედებით გაკვირვებულები და შეურაცხყოფილები არიან.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს და ტრიბუნები თითქმის სავსეა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია