"ჩიხურა" ევროპის ლიგიდან გავარდა

"ჩიხურა" ევროპის ლიგიდან გავარდა

საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგიდან გავარდა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდი ბაქოს "ნეფთჩისთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა. პირველი თამაში 0:0 დასრულდა. მეორე თამაშში კი, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს გაიმართა, "ჩიხურა" 2:3 დამარცხდა.

ბაქოელთა მხრიდან სამივე გოლი ვებნიემ გაიტანა, ჩიხურადან კი გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა.

თბილისში გამართული შეხვედრა, ბაქოს მატჩისგან განსხვავებით, გულშემატკივრებს შორის ინციდენტის გარეშე დასრულდა. ერთადერთი მცირე ინციდენტი მოხდა, როდესაც ქართველ გულშემატკივარს სამართალდამცველებმა პლაკატის, წარწერით "პუტინ ხუილო" გაშლის საშუალება არ მისცეს. მატჩზე უსაფრთხოება იყო გაძლიერებული. სტადიონზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. "ნეფთჩის" გულშემატკივრებისა და წარმომადგენლების სტადიონიდან უსაფრთხო გასვლას ასევე სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია