რა კავშირი აქვს ნინა წკრიალაშვილს ეროსი კიწმარიშვილის საქმის დამოუკიდებელ გამოძიებასთან - "დავთანხმდი მათ შემოთავაზებას"

რა კავშირი აქვს ნინა წკრიალაშვილს ეროსი კიწმარიშვილის საქმის დამოუკიდებელ გამოძიებასთან - "დავთანხმდი მათ შემოთავაზებას"

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება დღემდე ბურუსით არის მოცული. "რუსთავი 2"-ის დამაარსებელი და რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი, საკუთარ ავტომობილში, ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ამბობენ, რომ კიწმარიშვილმა თავი ძმისთვის შეძენილი იარაღით მოიკლა, რომელიც მას დაბადების დღისთვის უყიდა, მაგრამ კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა.

სამართალდამცავების პარალელურად საქმეზე ოჯახი დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი დეტალებიც იქნა აღმოჩენილი, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილებმა დამოუკიდებელი გამოძიების და ესპერტიზის საქმეში დახმარება მომღერალ ნინა წკრიალაშვილს სთხოვეს. ნინა წკრიალაშვილს "მერსედესის" მარკის R კლასის ავტომობილი ჰყავს, ზუსტად ასეთი ავტომობილი ჰყავდა ეროსი კიწმარიშვილს, რომელშიც ის მოკლეს. Ambebi.ge ნინა წკრიალაშვილს დაუკავშირდა.

- ნინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის საქმეში დახმარება გთხოვათ, იქნებ დეტალურად გვიამბოთ ამის შესახებ, დათანხმდით?

- დავთანხმდი მათ შემოთავაზებას, მაგრამ გადაღება ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან იმ პერიოდში მომიწია ქალაქიდან გასვლა. როცა გავიგე, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა, პირველივე წუთებიდან ვიფიქრე, რომ ის მოკლეს და ამიტომაც დავთანხმდი ოჯახს. ჩემი მანქანა უნდოდათ მათ გამოძიებისთვის და ამაზე უარს როგორ ვეტყოდი?

- ამბობენ, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, შესაბამისად, შესაძლოა თქვენს მიერ გაწეული დახმარება საფრთხის შემცველი იყოს თქვენთვის, არ გეშინიათ?

- თუ ადამიანებმა მანამდე არ მივიჩნიეთ პრობლემა პრობლემად, სანამ საკუთარ თავზე გამოვცდით, გულგრილები და მშიშრები ვიქნებით, ყოველთვის მოგვკლავენ, დაგვიჭერენ, დაგვამონებენ და ასე შემდეგ. ასე რომ, არ მეშინია.

- იცნობდით ეროსი კიწმარიშვილს?

- ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვიყავით, მაგრამ სტამბულის აეროპორტში შემხვდა ერთხელ, შემთხვევით მოვხვდით ტრანზიტზე და დაახლოებით 1 საათი ვისაუბრეთ. ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ძალიან დამწყდა გული და იმედი მაქვს გაიხსნება ეს საშინელი მკვლელობა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია