დღეს, 12 აგვისტოს თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

დღეს, 12 აგვისტოს თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც "ყაზტრანსგაზ თბილისიდან" გვაცნობეს, დღეს ისნის რაიონში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე – შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ საშ/წნევის გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით, 10.00სთ-დან 18.00სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება წულუკიძის IV შეს-ში არსებული კორპუსების, ვარკეთილის IV მ/რ – კვ. 3-ისა და ვაზისუბნის დასახლების კორპ. 20, 21, 22-ის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს.

გაზმომარაგება დღის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია