რა ეღირება სასმელი "კაზანტიპის" სტუმრებისთვის - ანაკლიაში ალკოჰოლური სასმელის ბუმია

რა ეღირება სასმელი "კაზანტიპის" სტუმრებისთვის - ანაკლიაში ალკოჰოლური სასმელის ბუმია

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ანაკლიაში, "კაზანტიპის" ფესტივალის გამო, მოსახლეობამ ალკოჰოლური სასმელის მომარაგება დაიწყო. ადგილობრივების თქმით, არაყი და ღვინო სამეგრელოში დაახლოებით 10-15%-ით უკვე გაძვირდა და სარეალიზაციო ფასი ფესტივალის პერიოდში 20-30%-მდეც მოიმატებს.

ამ ეტაპზე 1 ლ ხილის არყის ფასი 7-8 ლარია, ჭაჭა - 10-12 ლარი ღირს, ხოლო 1 ლ ოჯახში დამზადებული ღვინის ღირებულება 5-6 ლარს აჭარბებს. ხალხს იმედი აქვს, რომ ფესტივალის დროს არყისა და ღვინის გაყიდვას სარფიანად შეძლებენ, რისთვისაც კურორტისპირა სოფლებში თადარიგს ადრევე შეუდგნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ რამდენიმე დღის წინ ანაკლიასა და განმუხურში ალკოჰოლური სასმელის დისტრიბუტორებიც გამოჩნდნენ. ქარხნულ ნაწარმთან ერთად, უკვე დამარაგებულია ოჯახური ღვინის რამდენიმე პარტია, რომელსაც მოსახლეობა ბითუმად ყიდულობს.

ანაკლიის მცხოვრები გიული ხვიჩია ფიქრობს, რომ უმაღლესი ხარისხის ჭაჭა ადგილზე, შესაძლოა, 20 ლარამდეც გაძვირდეს. ფასმა სასმელზე საგრძნობლად მოიმატა და ამ ეტაპზე 1 ლ არაყი კურორტზე 10 ლარზე იაფად არ იშოვება. 2-3 ლარით ნაკლები ღირს ხილის არაყი, რომელსაც ოჯახებში ამზადებენ. ღვინო, ძირითადად, კახეთიდან შემოდის, ადგილზევე ყიდულობენ გადამყიდველები, რომ ფესტივალის პერიოდში დიდი მოგებით გაყიდონ.

"ფული ყველაფრისგან გაკეთდება. ხალხი დიდ სარგებელს ელოდება და ასეთ შანსს ხელიდან არავინ გაუშვებს. ერთ-ერთი მომგებიანი საქმე, რაზეც დიდ იმედს ვამყარებთ, ალკოჰოლური სასმელების რელიზაციაა. ვინც კი არ დაიზარა, არაყი ოჯახში გამოხადეს, ღვინო შემომტანებისგან შეიძინეს სადღაც 4-5 ლარად და ფესტივალის პერიოდში ეს ფასი, სავარაუდოდ, გაორმაგდება. 1 ლიტრი არაყი 10 ლარი უკვე ღირს, აქაც სერიოზულ გაძვირებას ველოდებით. ხარისხიანი სასმელის დეფიციტია და ვინც ასეთი პროდუქტის გამოტანას შეძლებს, კარგ შემოსავალს მიიღებს. ყველა ცდილობს ისარგებლოს და ამისთვის თავს არ ზოგავს. გაჭირვებულ ოჯახებშიც კი დაფაცურდნენ, ყველა სამზადისშია",-ამბობს ანაკლიელი გლეხი.

განმუხურელი გივი გოგოხია არაყს საკუთარ ოჯახში ყოველწლიურად ხდის, თუმცა საოჯახო ნაწარმი აქამდე არ გაუყიდია. ის ფიქრობს, რომ გაწეული შრომა დაუფასდება და მოგებას მარტო სასმელის რეალიზაციითაც მიიღებს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საქმიანობა, რაშიც კურორტის მცხოვრები სარგებელს ელოდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია