13-დან 30 აგვისტოს ჩათვლით შავი ზღვის კურორტებზე ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ აცნობა.
წვერავას თქმით ზღვისპირა რეგიონებში 19 და 20 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ტემპერატურა 13 დან 20 აგვისტოს ჩათვლით 35-36 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც უნალექო ამინდი და მაღალი ტეემპერატურაა მოსალოდნელი. დედაქალაქში 20 აგვისტოს ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი 35-39 გრადუსს მიაღწევს. 19 აგვისტოს თბილისში ყველაზე ცხელ ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 39 გრადუსი იქნება.
სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია - August 19 to be the hottest day in Georgia