კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება

კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძე განაცხადა, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანიამ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება დაიწყო.

"თბილისის მიკროავტობუსი" სეზონის დადგომასთან ერთად ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით არემონტებს კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში. თუმცა მძღოლები უარს ამბობენ კონდიცირების სისტემის ჩართვაზე, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსებთან, კერძოდ, მძღოლს უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა საწვავზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მძღოლებს მგზავრთნაკადის შემცირების გამო უწესებს საზაფხულო მოსაკრებელს, ანუ უმცირებს გადასახადს, მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ", - განაცხადა დავით ასანიძემ.

მისი თქმით, მიკროავტობუსის მძღოლებზე მკაცრდება ზედამხედველობა და ქალაქში იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ დარღვევას, მძღოლის მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება.

დავით ასანიძის განცხადებით, პირველი სანქცია გაფრთხილება იქნება, შემდგომ დარღვევაზე კი, მძღოლი ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებს მიკროავტობუსის ხაზზე, მესამე შემთხვევაში კი მძღოლს გაუუქმდება კონტრაქტი კომპანიასთან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია