შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ, ნათია ჭიკაიძემ რამდენიმე საათის წინ იმშობიარა. მინისტრმა ვაჟს ნიკოლოზი დაარქვა.
ალექსანდრე ჭიკაიძეს ორი შვილი ჰყავს, 5 წლის ანასტასია და 2 წლის გივი, რომელსაც ბაბუის სახელი ჰქვია.
Ambebi.ge ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგს, ზურაბ დარახველიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, რა დროს დაიბადა პატარა ნიკოლოზი?
- პატარა ნიკოლოზი დილით გაჩნდა, დაახლოებით ათის ათ წუთზე. ეს შს მინისტრის მესამე შვილია. კარგი ბიჭია ნიკოლოზი, მინისტრის მეუღლემ ბუნებრივი მშობიარობით გააჩინა პატარა. ნიკოლიზი 4.800 კილოგრამს იწონის და 53 სმ-ია. მისი ქალიშვილი, ნატალიაც ჩემთან დაიბადა.
- ალექსანდრე ჭიკაიძემ თუ მოინახულა ბავშვი?
- კი, მოვიდა, მოინახულა უკვე. ჩვენც მივულოცეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge
- კი, მოვიდა, მოინახულა უკვე. ჩვენც მივულოცეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.