"ვერანდა 2014"-ის პრეზენტაცია გაიმართა

"ვერანდა 2014"-ის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ფესტივალ "ვერანდა 2014"-ის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ანა კოპალეიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, სარეკლამო კომპანია "მაქსპროს" ეგიდით, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ყოველწიური ვერანდების ფესტივალი - "ვერანდა 2014".

მისივე განმარტებით, კონკურსის ფარგლებში შეფასდება როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ვერანდები თბილისში. ანა კოპალეიშვილი აცხადებს, რომ კომერციული ვერანდების შეფასება გაყოფილია ორ ძირითად ნაწილად.

"პირველ რიგში ვერანდებს აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, ასევე თავიანთი სფეროში გამოცდილი პირებისაგან. შეფასების მეორე ეტაპია სოციალური კვლევა დიდ ორგანიზაციებში დასაქმებულ 18-55 წლამდე ასაკის პირებში. სოციალური კვლევისა და ჟიურის ქულები დაჯამდება პროპორციით 50/50-ზე და გამოვლინდება გამარჯვებული", - განაცხადა ანა კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება არაკომერციულ ვერანდებს, მათ გადაარჩევს ჟიური ფინალური ტურისთვის. საუკეთესო ვერანდების ფოტოები გამოიფინება საფინალო საღამოზე და გამოვლინდება გამარჯვებული. ანა კოპალეიშვილის თქმით, ვერანდები შეფასდება შვიდი სხვადასხვა კრიტერიუმით: ხედი, სერვისი, სამზარეულო, ინტერიერი, გამწვანება, არქიტექტურა, გარემო. სულ კონკურსის ფარგლებში 10 ნომინაცია იქნება.

ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრია "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია. მისი განცხადებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ვერანდების პოპულარიზაციას, ასევე თბილისის მცხოვრებლებს წაახალისებს ქალაქში ლამაზი ფასადების შექმნისთვის.

პროექტის გამარჯვებული 15 სექტემბერს გამოვლინდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია