"საუკუნის ძარცვა" ჩილეში - დამნაშავეებმა 10 მლნ დოლარი წაიღეს

"საუკუნის ძარცვა" ჩილეში - დამნაშავეებმა 10 მლნ დოლარი წაიღეს

8 შეიარაღებულმა პირმა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დაჯავშნული საინკასაციო მანქანა გაქურდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. თავდამსხმელებმა 10 მლნ დოლარზე მეტი წაიღეს. ეს ჩილეს ისტორიაში უმსხვილესი ძარცვაა და მას უკვე უწოდეს "საუკუნის ძარცვა".

ჯგუფი მცველებს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ისინი მანქანიდან ფულს ცლიდნენ. ინციდენტი სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

თანხა განკუთვნილი იყო საბანკო ოპერაციებისთვის და ჩილეს სამხრეთში, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ