ქართველი მილიარდერი, რომელიც არასდროს ჩნდება - "ამოუცნობი მაგნატი" ისრაელიდან

ქართველი მილიარდერი, რომელიც არასდროს ჩნდება - "ამოუცნობი მაგნატი" ისრაელიდან

ისრაელში "ამოუცნობ მაგნატს" უწოდებენ, რადგან მიუხედავად მისი ფართომასშტაბური ბიზნეს საქმიანობისა, ქართველი ბიზნესმენის შესახებ პრესისთვის ცოტა რამ თუ არის ცნობილი.

ისრაელელ მილიარდერებს შორის აბრაამ ნანიკაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა - ქართველი ბიზნესმენი ერთბაშად რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს, მისი საქმიანი ინტერესები კი ისრაელის გარდა, აშშ-ს, ყაზახეთსა და რუსეთს წვდება. საქართველოში დაბადებული აბრაამ ნანიკაშვილი 10 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა ისრაელში რეპატრიაცია გადაწყვიტა და ქალაქ აშდოდში დასახლდა- ქალაქში, რომელიც ქართველი ებრაელების დედაქალაქად არის ცნობილი და სადაც დაახლოებით 40 ათასი ქართველი ებრაელი ცხოვრობს.

ახალგაზრდა აბრაამ ნანიკაშვილის პირველი სამსახური საბანკო სფეროს მიეკუთვნებოდა - ქართველმა მაგნატმა აშდოდში, იმ ხანისთვის ერთადერთ საბანკო განყოფილება "დისკონტში" კლერკად დაიწყო მუშაობა. მის სხვა კლიენტებს შორის იყო ასევე საქართველოში დაბადებული და ისრაელში გადაბარგებული აშდოდის ვიცე-მერი და "შეთავსებით" კერძო სადაზღვევო კომპანიის მფლობელი ეფრაიმ გური. სწორედ ამ უკანასკნელთან ნაცნობისა და შემდგომში მეგობრობის ხარჯზე დაადგა აბრაამ ნანიკაშვილი წარმატებული ბიზნესმენის გზას.

80-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა აშოდელმა პოლიტიკოსმა და ქნესეთის ახალბედა დეპუტატმა ეფრაიმ გურმა, რომელიც ისრაელის პარლამენტში ქართულ თემას წარმოადგენდა, ქართველ მეგობარს თავისი სადაზღვევო კომპანიის მმართველობა ჩააბარა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა აბრაამ ნანიკაშვილის ბიზნეს კარიერასა და წარმატებაში ისრაელი ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი და საფეხბურთო კლუბ "აშდოდის" მფლობელი ჯეკი ბენ-ზაკენი გამოდგა. ისრაელში ამობენ, რომ ბენ-ზაკენის ბევრი პროექტის "ფინანსური ხერხემალი" სწორედ აბრაამ ნანიკაშვილია.

"ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობები გვაქვს. უკვე 30 წელია,მეგობრები ვართ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენს შორის უთანხმოება არასდროს ყოფილა", - გამოუტყდა აშდოდელი "რუხი კარდინალი" ბენ-ზაკი ერთ-ერთ ებრაულ გამოცემას აბრაამ ნანიკაშვილზე საუბრისას. და მართლაც, გაცნობის დღიდან დღემდე ისინი უახლოეს მეგობრებად და კარგ ბიზნესპარტნიორებად რჩებიან, მათ შორის მშობლიური საპორტო ქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე.

აბრაამ ნანიკაშვილისა და ბენ-ზაკენის პირველი საქმიანო ურთიერთობა 90-იანი წლების ბოლო შედგა. მას შემდეგ საქმიანმა პარტნიორებმა აშდოდში ნამდილი იმპერია შექმნეს. 1997 წელს ქართველმა მილიარდერმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ყოფილ ფეხბურთელ ჰაიმ რევოვოსთან ერთად უძრავი ქონების კომპანია "ფილგარ ლტდ" დაფუძნეს, რომელმაც წარმატებული საქმიანობა მთელი ისრაელის მასშტაბით წამოიწყო.

2005 წელს ჯეკი ბენ-ზაკენმა და აბრაამ ნანიკაშვილმა კომპანია Israel’s Financial Levers-ის აქციები შეიძინეს და მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში აშდოდში უძრავი ქონების ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების შეძენით იყვნენ დაკავებული. იმავე წელს ისრაელის მედიამ ქართველი ბიზნესმენი ადგილობრივი მილიარდერებს შორის დაასახელა - აბრაამ ნანიკაშვილი 3,5 მილიარდი დოლარით საპატიო ოცეულში მოხვდა.

თანდათანობით, წლების განმავლობაში ქართველმა მილიარდერლმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა საქმიანობა გააფართოვეს და უძრავის ქონების შესყიდვა ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ყაზახეთში დაიწყეს. პარტნიორები ამაზე არ გაჩერებულან და გადაწყვიტეს, ისეთი სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიც მოეცვათ, როგორებიც ენერგეტიკა, თანამედროვე ტექნილოგიები, მშენებლობა და მედიაა. ბიზნესპარტნიორები რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ადგილობრივი, ყოველკვირეული გამოცემა "მაღაზიის" თანამფლობელები გახდნენ, მათ ასევე შეიძინეს კონსორციუმ Chemon Oil & Gas Resources-ის აქციები, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანიასთან ერთად აშდოდის სანაპირო წყლებში ნავთობის საბადოების დამუშავებას აწარმოებს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია