"მოჭმული ძუძუს ეპიზოდი დამაკლდა, დაამშვენებდა..." - სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების პასუხი პროკურატურის ბრალდებებზე

"მოჭმული ძუძუს ეპიზოდი დამაკლდა, დაამშვენებდა..." - სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების პასუხი პროკურატურის ბრალდებებზე

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 მილიონ ლარზე მეტო ოდენობის თანხების გაფლანგვას. სააკაშვილთან ერთად ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც წარედგინა.

პროკურატურის განცხადების შემდეგ უკვე გააკეთეს შეფასებები სააკაშვილის გუნდის წევრებმა და თავად ექსპრეზიდენტმაც.

"მათ საქციელს ისტორია განსჯის", - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ბრალდებას (იხ. სტატია). რაც შეეხება მის ადვოკატს, ოთარ კახიძეს, მას სააკაშვილის მიმართ წაყენებულმა ბრალდებამ ზვიად გამსახურდია გაახსენა.

"ყველას გვახსოვს გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პალტოების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, რომ იგი "მერსედესით" მოძრაობდა. მენტალურად იგივე ხალხი უყენებს ბრალს ახლა სააკაშვილს", - ამბობს ოთარ კახიძე.

არანაკლებ საინტერესო იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის,  ზაზა ბიბილაშვილაშვილის მიერ გაკეთებული შეფასება, რომელშიც ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც პროკურატურის მიერ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებში დააკლდა, მოჭმული ძუძუს ეპიზოდია.

"ერთადერთი, რაც პროკურატურის ბრალდებებში დამაკლდა, მოჭმული ძუძუს ეპიზოდია, ალბათ დაამშვენებდა... ამ პროკურატურას მეტი არ მოეთხოვება...

პატარკაციშვილის სიტყვებს გავიხსენებ, "ქართველების აგდებას რა უნდა", სწორედ ამ მეთოდს იყენებს ივანიშვილი და პროკურატურა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა