მრევლი, რომელიც "კაზანტიპს" აპროტესტებს, ჟურნალისტებს დაემუქრა: "საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ"

მრევლი, რომელიც "კაზანტიპს" აპროტესტებს, ჟურნალისტებს დაემუქრა: "საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ"

განმუხურის ხიდთან შეკრებილი მრევლი, რომელიც დღე დილიდან "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას მართავს, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ, აცხადებენ, რომ ჟურნალისტები შავრაზმელთა ბანდის წარმომადგენლები არიან და ცდილობენ პროვოკაცია შეიტანონ დღევანდელ მშვიდობიან აქციაში.

ისინი ჟურნალისტებს ემუქრებიან და ამბობენ, რომ "საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რაც მოუვათ".

აქციის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".

მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები განმუხურის ხიდდთან არიან შეკრებილი. ხიდზე გადასვლის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია