თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, იყო საფრთხე, რომ თემქაზე ე.წ. არაშენდას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტზე გადასულიყო.

მისი თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დროულად იმოქმედეს და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის ბოლო კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, დამწვარია 12 ჰექტარი ტყის მასივი. სულ გამოძახებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ადგილზე იმყოფებოდა გამგებელი ზაზა გაბუნია. მისი ინფორმაცით, ხანძარი სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. გაბუნია ყველას მოუწოდებს, რომ მოუფრთხილდნენ ბუნებას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია