"სექსი გინდა - მოდი კაზანტიპზე" - "კაზანტიპის" ადმინისტრაცია ცრუ SMS შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

"სექსი გინდა - მოდი კაზანტიპზე" - "კაზანტიპის" ადმინისტრაცია ცრუ SMS შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

კაზანტიპზე სექსი და ნარკოტიკები არ იქნება, შესაბამისად ყველა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული წერილის შინაარს შეიცავს არის ცრუ და პროვოკაციული, - ამის შესახებ განცხადებას "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მოქალაქეთა ნაწილმა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრესსამსახურის სახელით მიიღო შემდეგი სახის SMS შეტყობინება: "სექსი გინდა - მოდი კაზანტიპზე"- რაც სრული აბსურდი და ცილისწამებაა.

"კაზანტიპის" ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფაქტს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ამ თემაზე არა ერთი განცხადება გააკეთა. კაზანტიპზე სექსი და ნარკოტიკები არ იქნება. შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული წერილის შინაარს შეიცავს არის ცრუ და პროვოკაციული. ასე რომ, ნუ აყვებით ცილისწამებას, ეწვიეთ 20-დან 30 აგვისტომდე კაზანტიპის რესპუბლიკას, 2014 წლის ყველაზე მოდურ ადგილს მთელ მსოფლიოში და აიხდინეთ თქვენი ლამაზი ოცნებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია