ნინო კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა

ნინო კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებს შორის გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, არსებული ხელისუფლება სწორედ იმიტომ განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, რომ მისთვის საზოგადოების კითხვებზე რეაგირება და მასზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესია.

კობახიძის შეფასებით, სრულიად ლოგიკურია შეკითხვა, თუ რატომ დასჭირდა პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნას ერთი თვე.

"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან და სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, პროკურატურამ პრეზიდენტს ორჯერ მიმართა, შედგა შეხვედრაც.

"პრეზიდენტი არ მიიჩნევდა მართებულად გრიფის მოხსნას. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი იყო წერილი და დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე, გრიფის მინიჭება მოხდა უკანონოდ. ვფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა", - განაცხადა ნინო კობახიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა