საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის უფროსს ლანა ღვინჯილიას უკან დაუბრუნდა. შსს-ს განმარტებით, პიჯაკები მის საცხოვრებელ მისამართზე გაიგზავნა და ის ლანა ღვინჯილიას მამამ ჩაიბარა.
"პიჯაკები გაიგზავნა ლანა ღვინჯილიას საცხოვრებელ მისამართზე - ჭავჭავაძის ნომერ 75-ში, სადაც ისინი ჩაიბარა ლანა ღვინჯილიას მამამ", - განმარტეს შსს-ში.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის უფროსმა ლანა ღვინჯილიამ თავად ყოფილი პრეზიდენტის დავალებით, სდსს-ის საბიუჯეტო სახსრებით ნაყიდი პიჯაკები და ქაშმირის პალტო გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა, თუმცა ნივთები საშვთა ბიუროში არ ჩაიბარეს, რის შემდეგაც ღვინჯილიამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები და პალტო სწორედ მათ გადაიბარეს.