სოციალურად დაუცველი 40-მდე ბავშვი დღეს სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებში გაემგზავრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებში თბილისის მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაემგზავრნენ.
მოზარდები ერთი კვირის განმავლობაში სამონასტრო ცხოვრებას ეზიარებიან. ბავშვები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო
სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გააცილეს.