ქართველმა სტუდენტებმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ვიდეოკლიპი გადაიღეს. მხარდაჭერის ამ ფორმამ უკვე გამოიწვია რეზონანსი უკრაინულ მედიაში და ჩანაწერს Youtube-ს პარალელურად, სხვადასხვა წამყვან უკრაინული მედია-საშუალების ვებ-გვერდზე შეხვდებით.
კლიპში ქართველი სტუდენტები ქართული და უკრაინული დროშის ფონზე წარმოთქვამენ სტრიქონებს პატრიოტული უკრაინული ლექსიდან. ამასთან, საკუთარ გამოსვლაში ქართველი სტუდენტები უკრაინელ ხალხს მოუწოდებენ, იყვნენ მამაცები და იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის.