"დარიალის შემთხვევა არის დასაწყისი..." - ლელა კაკულია კავკასიაში მოსალოდნელ წყალდიდობებსა და მეწყერებზე

"დარიალის შემთხვევა არის დასაწყისი..." - ლელა კაკულია კავკასიაში მოსალოდნელ წყალდიდობებსა და მეწყერებზე

ანაკლიაში მიმდინარე "კაზანტიპის" ფესტივალისადმი მორწმუნე მრევლისა და სასულიერო პირების უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია. ზოგიერთმა მათგანმა "გარყვნილების ზეიმი" დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტს დაუკავშირა და ეს უკანასკნელი ღვთის სასჯელად მონათლა. ამ თემის აქტუალობის კვალდაკვალ ინტერესს იწვევს პოპულარული ნათელმხილველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მოსალოდნელ კატაკლიზმებს უკავშირდება.

"კავკასიონი კიდევ ბევრ გვირაბს გადაკეტავს და მიწას წააყრის (ეს მრავალი წლის წინ მაქვს ნათქვამი). ვხედავ, რელიეფი იცვლება, მაგრამ ეს ცვლილება კიდევ უკეთ დაიცავს საქართველოს საზღვრებს, ისე, რომ იქ სასაზღვრო ჯარის ჩაყენებაც არ დასჭირდება!!! ამას ყველაფერს კოსმოსი აგვარებს. რაც არ უნდა გამოიძიონ გეოლოგებმა, მკვლევარებმა, პროფესორ-აკადემიკოსებმა, პასუხს მაინც ვერ მოძებნიან. იმიტომ, რომ წესით ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მოხდება. დარიალის შემთხვევა არის დასაწყისი ამ რელიეფური ცვლილებისა. ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი წყალდიდობები, მეწყერები ბევრ სოფელსა და ქალაქს წაიღებს. რას იზამ, ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია. ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი. ელოდეთ სიურპრიზებს", - წერს ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციუალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, ყაზბეგი-ლარსის საბაჟო 20 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა დატობრა. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რამდენიმე დღის წინ მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს სოფელ ლარსში თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა, რომელიც სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: "ანაკლიის მილიონები კარგად დაითვალონ" - ბერი იოანე დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას "კაზანტიპს" უკავშირებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია