სტამბოლში პოლიციამ ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბანი დახურა

სტამბოლში პოლიციამ ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბანი დახურა

სტამბოლში, სადაც ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბათალ ტაბაღუამ განაცხადა.

მისი თქმით, უბნის დახურვამდე 87-მა ადამიანმა მოასწრო ხმის მიცემა.

"პოლიცია აპირებს ბიულეტენების ამოღებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ჩვენ დიასპორას ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნას", - განაცხადა ტაბაღუამ.

მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან შექმნილი ვითარებით, რადგან, მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანი თურქეთის კანონმდებლობის დარღვევით არ გახსნილა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?