საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უნგრეთი 20 ქულის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უნგრეთი 20 ქულის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთი 20 ქულის სხვაობით, ანგარიშით 79:59 დაამარცხა. სამი გამარჯვებითა და ორი მარცხით საქართველო შესარჩევ E ჯგუფში მესამე ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილს ჩეხეთი იკავებს, მესამე ადგილს უნგრეთი, ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე პორტუგალიაა. ბოლო ტურში იგორ კოკოშკოვის გუნდი 27 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში პორტუგალიას უმასპინძლებს, ამავე დღეს უნგრეთი ჩეხეთს შეხვდება. საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მცირე შანსი აქვს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე სავარაუდოდ, მეორე ადგილითაც გავა. ამისთვის კი მომდევნო შეხვედრაში ეროვნულმა გუნდმა თბილისში პორტუგალია აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქესთან მხოლოდ ერთი პერიოდი დათმო. 26 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, თუმცა ტრავმის გამო მას მოედნის დატოვება მატჩის დამთავრებამდე მოუწია. 17 ქულა ჩააგდო ზაზა ფაჩულიამ, 12 – დუდა სანაძემ, 11 – ვიქტორ სანიკიძემ, 3-3 ნიკა მეტრეველმა, ლევან ფაცაციამ და ბესიკ ლეჟავამ, ხოლო ყველაზე ცოტა, 2-2 ქულა გიორგი ცინცაძემ და ბექა ბურჯანაძემ.

უნგრელთაგან კი 14 ქულით საუკეთესო კრისტიან ვეიტმანი იყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია