სატანად შერაცხული "კაზანტიპის" პრეზიდენტი და ჩაშლილი მოლაპარაკება - ანაკლიაში გამართული აქციის დეტალები

სატანად შერაცხული "კაზანტიპის" პრეზიდენტი და ჩაშლილი მოლაპარაკება - ანაკლიაში გამართული აქციის დეტალები

ანაკლიაში სასულიერო პირებმა "კაზანტიპის რესპუბლიკაში" მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოსურათები მიიტანეს. სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა "კაზანტიპის რესპუბლიკის" შესასვლელთან პარაკლისი გადაიხადეს და ილოცეს. როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, ისინი საქართველოში გარყვნილების ჩატარებას აპროტესტებენ.

აქციაზე მივიდა თავად "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი. მან სასულიერო პირებთან გასაუბრება სცადა. თუმცა სასულიერო პირებმა მასთან დალაპარაკება არ ისურვეს. სასულიერო პირებმა პოლიციას მოუწოდეს, რომ ის ტერიტორიიდან გაეყვანათ.

როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ნიკიტა მარშუნოკი იქ მისული იყო პროვოკაციის მოსაწყობად. ამასთან, მათ ნიკიტა მარშუნოკს სატანა უწოდეს.

ამასთან, დეკანოზი დავით ისაკაძე დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიას "კაზანტიპის" ღონისძიებას უკავშირებს. როგორც აქციაზე დეკანოზმა განაცხადა, საქართველომ ძალიან დიდი განსაცდელი ნახა ამ ღონისძიებიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის სახით. მან ხელისუფლებას სთხოვა ყურად იღოს და გაითვალისწინოს ეს ყოველივე, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება.

"უნდა შეწყდეს ასეთი ორგიები", - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე ინფორმაციით, "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნა 400 ლარით ისჯება, აქ კი ორგიები მიმდინარეობს".

ანაკლიაში აქცია უკვე დასრულებულია. სასულიერო პირებმა და მრევლმა "კაზანტიპის" ტერიტორიის მიმართულებით დღეს მსვლელობა გამართეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია