პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგია

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგია

რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგი, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მოგვიტანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ აღიარებით რუსეთმა აფხაზური და ოსური საზოგადოებები ფაქტობრივად უპერსპექტივო მდგომარეობაში მოაქცია.

"რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგი, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მოგვიტანა. მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად ეფექტურად მოქმედებს არაღიარების პოლიტიკა, რამდენიმე სახელმწიფომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკანაც წაიღო. აშკარად ჩანს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პერსპექტივა სრულიად ბუნდოვანია. ამ ფონზე მკაფიო და ცხადია საქართველოს ევროპული პერსპექტივები და ინტეგრაცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აღიარების ექვსი წლისთავის გადასახედიდან საჭიროა, ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა დაიწყონ დიალოგი, თუ როგორ ვხედავთ არსებული ვითარებიდან გამოსავალს.

"ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა და ევროპული ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, მან მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი ხალხების შერიგებას და ღირსეულ თანაცხოვრებას, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?