"თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, გამოააშკარაოს" - ვის უპირისპირდება გია ჯაჯანიძე

"თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, გამოააშკარაოს" - ვის უპირისპირდება გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგია და კიდევ სხვა ბევრი სტატუსიც აქვს (მათ შორის, palitra tV-ს ''1002 ღამის'' წამყვანი), ბოლო დროს მაინც შოუმენად ჩამოყალიბდა, რადგანაც მისი ყოველი ეთერში გამოჩენა, რაღაც უცნაური ამბით სრულდება, რასაც თავად იმით ხსნის, რომ ამა თუ იმ საქციელით დაკომპლექსებულ ადამიანებს უპირისპირდება...

მაგალითად, ბოტოქსის სატელევიზიო შოუში გაკეთებით, მისი თქმით, იმ მამკაცებს გამოუხატა პროტესტი, რომლებიც ბოტოქსსაც იკეთებენ და სხვა თავის მოვლის პროცედურებსაც იტარენ, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ და საგულდაგულოდ მალავენ...

გია ჯაჯანიძე:

- ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, საჯარო პირი თავის მოვლას დიდ დროს უთმობს: თმასაც იღებავს, ბოტოქსსაც იკეთებს, ეპილაციასაც და ფრჩხილებზე ლაქსაც ისვამს... მოკლედ, სხვადასხვა პროცედურას დიდი დროს უთმობენ, მაგრამ რატომღაც ქართველ მამკაცებში ხომ ტრადიციულად ასეა მიღებული, რომ ამ ყველაფრის შესახებ ყველას უნდა დაუმალონ, რომ საზოგადოებაში შექმნილი მოსაზრება - ქართველმა კაცმა თავის მოვლას დიდი დრო არ უნდა დაუთმოს, რადგანაც ეს მხოლოდ ქალის საქმეა, გაამართლონ! 

მოკლედ, ამ ყველაფერს მე იმის მერე დავუპირისპირდი, რაც ერთ-ერთ სალონში, სტილისტისგან შევიტყვე, რომ ის მეორე დღეს, მუშაობას დილით, 7 საათზე იწყებდა იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსი მამაკაცი მასთან თმის შესაღებად მოდიოდა. ამ დროს იმიტომ ირჩევს, რომ სხვების თანდასწრებით ამის გაკეთება არ უნდაო. თმა მანამდე და არ შემიღებავს. ეს რომ გავიგე, ავდექი, შევიღებე (პირველად და უკანმასკნელად) და ამის შესახებ სახალხოდ გავაცხადე... მერე ამას ბევრი გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პრიოცედურაც (ნამზეური, ეპილაცია, ბოტოქსი) მივაყოლე. თუმცა მიმაჩნია, რომ ბებერი სულაც არ ვარ. ერთ-ერთ საიტზე ამოვიკითხე, გვირჩევდნენ, დათვალეთ თქვენ მიერ ჩადენილი სისულეების რაოდენობა და მიხვდებით, ხართ თუ არა ხანდაზმულიო. მოკლედ, დავთავლე ჩემი სისულეები და იმაზე ახალგაზრდა ვარ, ვიდერე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

- ბოტოქსი ერთ-ერთ სატელევზიო შოუში საჯაროდ გაიკეთე... რატომ?

- კი, ეს იყო შოუ, სანახაობა და ჩემი კიდევ ერთი პროტესტი ასეთი ადამიანების მიმართ. იმდენი არაფერი ბოტოქსი არ გამიკეთებია, რომ ტუჩები ანჯელინა ჯოლივით გადმომბრუნებოდა. სულ ოდნავ, უმნიშველოდ შემიშხაპუნეს, ვიმეორებ ისიც იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის მეჩვენებინა, რომ თუ რაიმეს აკეთებ, იმის არ უნდა შგრცხვეს და არ უნდა დამალო. იქვე ისიც ვთქვი (თან, შვილიშვილებით მივედი), რომ ზოგიერთი ბაბუა შვილიშვილს იმას უყვება, ომში როგორ იბრძოდა, ან ლომი თუ ვეფხვი როგორ დაამარცხა... მე შვილიშვილებს იმის შესახებ მოვუყვები-მეთქი, ბოტოქსი თუ როგორ გავიკეთ, - ასე ვთქვი (სიცილით ამბობს).

- ისე, ბოტოქსსაც და ამ ყველა გამაჯანსაღებელ პროცედურას სახსრები სჭირდება...

- კი და ამას ძირითადად ფულიანი და მდიდარი ხალხი იკეთებს, ეს მიშა სააკაშვილი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი, სხვას ყველას თავი რომ დავანებოთ. უვლიან თავს, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

- ახლა რა პროცედურების ჩატბას გეგმავ, თუნდაც, პროტესტის ნიშნად?

- 60 წლამდე არაფერსაც არ ვაპირებ. არც სახის გადაჭიმვა მინდა და არც რაიმე პლასტიკური ოპერაცია...

- 60 წლის მერე რას გაიკეთებ?

- რისი საჭიროებაც იქნება. მაგალითად, თუნდაც სასქესო ორგანოსაც კი დავიგრძელებ (სიცილით ამბობს)... ახლა ამაზე ვიღაცები კი იტყვიან, 60 წლის ასაკში რაღად გინდა ეგ ამბავიო, მაგრამ მაინც... რაც უნდა, თქვან...

ადრე ჩემს სიდაბლეს საოცრად განვიცდიდი, ვნერვიულობდი და ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ვერანაირად ავმაღლდი (სიცილით ამბობს). ახლა კი უკვე არაფერზე ვნერვიულობ, თავს აღარ ვიკლავ. თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, ადგეს და ფილარმონიის წინ რომ ეკრანია, იქ გაუშვას, აღარ მადარდებს.

- ისე საოცარი იმიჯი კი გაქვს...

- მიუხედავად იმისა, რომ ისეთი იმიჯი მაქვს, რომ ყველას ჰგონია, არაფერ გამაჯანსაღებელ პროცედურას არ ვიკლებ (ისე, ყველაფერი გასინჯული მაქვს), თავსა და ტანს 72%-იანი სარეცხის საპნით ვიბან. ეს ჩემთვის უძვირფასესი საპონია, მაგრამ დანარჩენი რაც ჩამოვთვალე, ყველანაირი პროცედურა მხოლოდ ინტერესის გამო გავიკეთე...

ისე, ადამიანს გენეტიკა თუ არ მოგდგამს, რაც უნდა გაიკეთო, არაფერი გიშველის... ის ურჩევნიათ, ყველამ თავის სუნს მიხედოს, თავი მოიწესრიგოს, საზოგადოება რომ არ შეაწუხოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია