ირაკლი ალასანიას წყალი აფრიკელმა ბავშვმა გადაასხა (+ვიდეო)

ირაკლი ალასანიას წყალი აფრიკელმა ბავშვმა გადაასხა (+ვიდეო)

"ჯეიმს აპატურაის და ლევან კობიაშვილის გამოწვევა დაგვიანებით, მაგრამ მიღებულია... ჩემი მხრივ, ამ კეთილშობილურ აქციაში მონაწილეობისთვის ვიწვევ დეიმონ უილსონს (ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი)", - წერს ირაკლი ალასანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

თავდაცვის მინისტრი ცენტრალურ აფრიკაში იმყოფება, სადაც ივნისის თვეში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული გაემგზავრა 6-თვიანი სამშვიდობო მისიით.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ქართველი ჟურნალისტის, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის, ქეთევან ქარდავას გამოწვევას გამოეხმაურა და თავზე ცივი წყალი გადაისხა. მან, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ბოლო რამდენიმე კვირაა, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასახვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედებისთვის. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა