რიჩარდ ნორლანდი - სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი კანონის უზენაესობის სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს

რიჩარდ ნორლანდი - სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი კანონის უზენაესობის სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი უნდა წარიმართოს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად , - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ პროცესის შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

"არ ვიცი, ამ პროცესის შესახებ, მაგრამ ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, ასევე, ბალანსი იყოს დაცული ერთი მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან შიდა საკითხსა და მეორე მხრივ, ერთობის და თანამშრომლობის აუცილებლობას შორის, რაც საქართველოსთვის და მისი მეზობლებისთვის აქტუალურია რეგიონში კრიზისული სიტუაციების დროს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთშორისო ძებნის დაწყების პროცედურები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ეს პროცედურა სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისთანავე დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა