ჟურნალისტებს შორის ნარდში გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი გაიმართა

ჟურნალისტებს შორის ნარდში გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი გაიმართა

სასტუმრო "წყალტუბო პლაზაში" 30-31 აგვისტოს ჟურნალისტებს შორის ნარდში გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი გაიმართა. ტურნირში საქართველოს ტელე და ბეჭდვითი მედიის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შორის გამარჯვება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თამაზ ტყემალაძემ მოიპოვა, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა. მეორე ადგილი კი "TV-3"-ის ოპერატორმა, ნიკა სანიშვილმა დაიკავა. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის საგზურებით დაჯილდოვდნენ.

ხობის მკვიდრის, ჟურნალისტისა და ნარდის ქომაგის, გოგი ბუკიას მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ნარდში განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ხობის" ინიციატივით, 2007 წელს დაფუძნდა.

გოგი ბუკიას მემორიალი შეტანილია საერთაშორისო გათამაშებების ცხრილში და საერთაშორისო წესების მიხედვით ტარდება.

ჟურნალისტებს შორის მინი-ტურნირი 2012 წელს ჩატარდა. ორგანიზატორების სურვილია, რომ სამომავლოდ ჟურნალისტთა ტურნირმაც საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინოს.

აღსანიშნავია, რომ ნარდის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, მარკო ფორნასირი თავადაც ჟურნალისტია.

ტურნირი ნარდის მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ნარდის კლუბი და ნარდის ეროვნული ფედერაცია. საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია