განძის მაძიებლები ცინცაძეების საიდუმლოებით მოცულ ბოსელში (+ვიდეო)

განძის მაძიებლები ცინცაძეების საიდუმლოებით მოცულ ბოსელში (+ვიდეო)

[Georgian Broadcaster]

აჭარის რაიონის სოფელ კირნათში, ცინცაძეების ბოსელი დღეს ყველაზე პოპულარული და საიდუმლოებით მოცული ადგილია. უკვე ერთი კვირაა აქ, მიწაში ეძებენ განძს - სამკაულებს, ძვირფას ქვებს და ოქროს მონეტებს. გათხრებს პირუტყვის სადგომში ესწრება გაფართოებული დელეგაცია, - უცხოელი განძის მაძიებლები, მეზობლები, გამგეობა და პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ მშვენიერ დღეს, 80 წლის ბუღარა ცინცაძესთან მივიდა რუკებით, ნახაზებით და კომპასით აღჭურვილი რამდენიმე უცხოელი და განუცხადა, რომ წლების წინ მათმა თურქმა წინაპრებმა აქ დიდძალი განძი დამჯარხეს.

ოქროს ჯერ ვერ პოულობენ, მაგრამ თურქების და ცინცაძეების გარდა, უხილავ განძს სოფელში უკვე 6 სხვადასხვა პატრონი გამოუჩნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია