სააკაშვილის პირველი კომენტარი საბერძნეთში იახტით მგზავრობისას შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით

სააკაშვილის პირველი კომენტარი საბერძნეთში იახტით მგზავრობისას შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში გარკვეული პრობლემის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორიკნობას" უწოდებს.

"საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, თურმე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ამდენი ჭორიკნობა და სიცრუე უკვე სასაცილოც აღარ არის", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მასზე ძებნის გამოცხადების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას "არავინ სერიოზულად არ მიიღებს".

"საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობენ, მომწვდნენ იქამდე, სანამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს. სჯობს, ენერგია, რასაც აქეთ-იქეთ წერილების გზავნასა და რაღაცების შეთავაზებაში ხარჯავენ, დახარჯონ ქვეყნის შიგნით დანაშაულთან ბრძოლაში, თუნდაც ნატო-ს სამიტის წინ საქართველოს რეპუტაციის ამაღლებაზე", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა "სამწუხარო" უწოდა ვითარებას, როცა "ყველაფერი კეთდება, რათა მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან არ გაუშვან".

"სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან, მე კი უკან ჩემს ქვეყანაში არ შემიშვან, არადა, ფაქტი ჯიუტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხდი უფრო მეტ მსოფლიო ლიდერს, ვიდრე მოქმედი მთავრობა ერთად აღებული. მე აღარ ვარ თანამდებობაზე, მაგრამ მეტი ხალხი მხვდება, ვიდრე საქართველოს მოქმედ პრემიერს და პრეზიდენტს ერთად აღებულს. ესაა ანომალიური სიტუაცია, ვნებს ქვეყანას. უნდა გავიაროთ ეს ეტაპი და დავიწყოთ საქმის კეთება", - დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა