ლაშა მახარაძის მეგობრები პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ

ლაშა მახარაძის მეგობრები პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრები პოლიციაში წუხელ, გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. გარდაცვლილის მეგობრებმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა კი, განმარტა, რომ ახალგაზრდები პოლიციაში მოწმის სტატუსით იყვნენ დაბარებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

როგორც გიორგობიანმა განაცხადა, ინფორმაციას, კადრებს და კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხანში გაავრცელებს.

ლაშა მახარაძე თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან 2 სექტემბერს მოკლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია