დასაქმება 1 ლარად - ახალი პროექტი საქართველოში უმუშევრობის დასაძლევად

დასაქმება 1 ლარად - ახალი პროექტი საქართველოში უმუშევრობის დასაძლევად

როგორც "საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ღვარძელაშვილი BPN.GE- თან საუბრისას აღნიშნავს, სააგენტო უმუშევართა დასაქმებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ღვარძელაშვილის თქმით, მან ყველა კომერციულ და სახელმწიფო უწყებას შესთავაზა, გამოეგზავნათ ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ, თუმცა აქამდე მათი მხრიდან პასუხი არ მიუღია.

ამ ეტაპზე "უმუშევართა დასაქმების სააგენტოს" ვაკანტური ადგილების საინფორმაციო ბაზა არ აქვს. გარდა ამისა, არ აქვს ოფისიც, სადაც დაინტერესებული პირი მისვლას შეძლებს. სააგენტოსთან დაკავშირება სპეციალური ფასიანი ნომრით - 0 900 100 126-ით არის შესაძლებელი. ზარის ღირებულება 1 ლარია. როგორც იოსებ ღვარძელაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ყველა სატელეფონო ხაზი მოწესრიგებული არ არის: "მიმდინარეობს გადაიარაღება. ყველა სატელეფონო ხაზი ხარვეზების გამო ჩართული არ არის. დღის ბოლოსთვის ეს პრობლემები მოწერიგდება და მსურველები დარეკვას შეძლებენ".

შეკითხვაზე, თუ რას სთავაზობს ამ ეტაპზე იმ უმუშევარ პირებს, რომლებიც ფასიანი ზარით ორგანიზაციას დაუკავშირდებიან, იოსებ ღვარძელაშვილი პასუხობს, რომ პირველ ეტაპზე მსურველების რეგისტრაცია მოხდება, შემდეგ კი ვაკანსიების მოძიება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია