ნატო საქართველოს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს

ნატო საქართველოს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს

ნატო საქართველოს რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა "ტვიტერზე" დაწერა.

"საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა დემოკრატიისა და თავდაცვის კუთხით. ნატო მოუწოდებს საქართველოს რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ", - დაწერა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველომ, როგორც ავღანეთში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ნატო-ს არაწევრმა ქვეყანამ, უსაფრთხოების ექსპორტიორად წარმოაჩინა თავი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა