მარგველაშვილი-რასმუსენის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: რას მიიღებს საქართველო ნატო-ს სამიტიდან

მარგველაშვილი-რასმუსენის შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები: რას მიიღებს საქართველო ნატო-ს სამიტიდან

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს.

შეხვედრისას, იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა