ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ. ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ლიდერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"ალიანსის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოლიტიკას ევროპის უსაფრთხოების საქმეში.

ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ საქართველოსთან მიმართებაში, მივიღებთ არსებით პაკეტს, რომელიც საქართველოს ნატო-ს კიდევ უფრო დაუახლოვებს. ეს პაკეტი ითვალისწინებს ქვეყნის თავდაცვითი შეირაღების გაზრდას და სამხედრო მოსამზადებელ წვრთნებს", - განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლის თარგმანი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა