უჩა ნანუაშვილი - წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს

უჩა ნანუაშვილი - წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს

წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქალთა მიმართ გამოხატული ძალადობისა და მკვლელობების ტალღა განსაკუთრებით საგანგაშო იყო მაისში, როდესაც ერთი თვის განმავლობაში 3 ქალი მოკლეს.

"ეს ტენდენცია შეიძლება ითქვას, რომ კვლავ გრძელდება და ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია და სტატისტიკა ითხოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ