თითქმის ყველა სკოლის "ბუფეტში" დიდი დარღვევებია

თითქმის ყველა სკოლის "ბუფეტში" დიდი დარღვევებია

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სწავლის დაწყებისთანავე სკოლებში კვების ბლოკების შემოწმება გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელები შემოწმების შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებენ, ე.წ. ბუფეტებში მაინც რთული სანიტარული მდგომარეობაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სკოლის კვების ობიექტი საერთოდ დახურა.

სააგენტოში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება მათი პრიორიტეტია. წლის დასაწყისში რამდენიმე ათეული სკოლა შემოწმდა, უმეტეს ობიექტზე აღმოჩენილია ეტიკეტირებისა და პროდუქტის შენახვის ნორმის დარღვევა. გარდა ამისა, სასადილოებში არ არის ცხელი და ცივი წყალი, რაც ართულებს ჰიგიენური ნორმების დაცვას.

არდადეგებზე სკოლების შემოწმება შეჩერდა და სწავლის დაწყებისთანავე ეს პროცესი გაგრძელდება. საჯარო სკოლების შემდეგ, კერძო სკოლების კვებითი ობიექტების კონტროლი დაიწყება.

არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო, თითქმის ყველა შემოწმებულ კვების ბლოკს მიეცა რეკომენდაცია. უმეტეს შემთხვევაში, " ბუფეტები" სარემონტო მდგომარეობაშია, რომელთა გამოსასწორებლად ოპერატორებს 2-3 თვე აქვთ.

მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ადასტურებს, რომ თითქმის ყველა შემოწმებულ სკოლაში სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სკოლების შემოწმება ხდება წინასწარი გაფრთხილებით, თუმცა ამის მიუხედავად, კვების ბლოკებში მაინც პრობლემებია. ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლებს გონივრული ვადა ეძლევათ, რომელიც ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით დგინდება.

"სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება -კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საკითხი მომავალ თაობას ეხება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სკოლა. სწავლის განახლებასთან ერთად, აუცილებლად გაგრძელდება მათი კონტროლი. სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ირღვევა ეტიკეტირების წესები, პროდუქტის შენახვა-რეალიზაციის ნორმა. ცხელი წყლის არარსებობის გამო, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელია. რამდენიმე სკოლის "ბუფეტი" საერთოდ დაიკეტა და მათ გარკვეული პერიოდი მიეცათ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად",- ამბობს მადონა კოიძე.

მოსწავლეების მშობლები ასევე აღნიშნავენ, რომ სკოლების სასადილოებში სანიტარული ნორმა დაცული არ არის და ისინი ბავშვებს ურჩევენ, სკოლაში კვებისგან თავი შეიკავონ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია