არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემოვლითი გზებით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

ეჭვმიტანილი განზრახ მკვლელობისთვის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. იგი ახალგაზრდა მამაკაცის, ლევან თალაკვაძის მკვლელობის საქმეზე 2010 წელს გაასამართლეს. მას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არსებული ინფორმაციით, იგი ე.წ. უდოს კომისიის ფარგლებში შეიწყალეს.

თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მკვლელობა 2 სექტემბერს მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე. მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.

მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 4 სექტემბერს დააკავეს ვლადიმერ ბ., რომელიც გამოძიების ცნობით არის პირი, რომელმაც აბაშიძის ქუჩაზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიყვანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ