საქართველოში ბანდიტები და სპეკულიანტები 4-5-ჯერ ძვირად ყიდიდნენ - როგორ ყიდულობდნენ მანქანებს საბჭოთა კავშირში

საქართველოში ბანდიტები და სპეკულიანტები 4-5-ჯერ ძვირად ყიდიდნენ -  როგორ ყიდულობდნენ მანქანებს საბჭოთა კავშირში

თითქმის საუკუნის მეოთხედი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთში ავტომანქანები ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდა. საბჭოთა ხალხი მანქანის გამო ყველაფერზე მიდიოდა. ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში მანქანის მოპოვების მრავალი ხერხი არსებობდა. რამდენიმე მათგანის შესახებ დღესაც უცნობია, ამიტომ რამდენიმე გეგმის შესახებ გიამბობთ, წერს რუსული ავტომობილების საიტი avtovzglyad.ru სტატიაში  - "როგორ ყიდულობდნენ მანქანებს საბჭოთა კავშირში".

ქვეყანა არასოდეს ივიწყებდა თავის გმირებს: რაღაც დროით რეპრესიის ქვეშ ყავდა, შემდეგ კი ანებივრებდა, მათ შორის ავტომობილებითაც. ყველაზე თავდადებულ და მამაც საბჭოთა მოქალაქეებს მანქანებს უფულოდაც ჩუქნიდნენ, ომის ვეტერანებს და ორდენოსნებს უფლება ჰქონდათ, მანქანა ურიგოდ შეეძინათ.

წლები რიგებში

ყველა დანარჩენს მოცდა უწევდა. ლოდინის ვადა 7-დან 8 წლამდე მერყეობდა. რიგში უბრალოდ ვერ მოხვდებოდი. 1970 წელს გაზ 21 5500 – 6000 რუბლი ღირდა, ჟიგული 8000 რუბლზე ნაკლებად არ იშოვებოდა. მოქალაქეებს საშუალოდ თვეში 100 – 150 რუბლი ჰქონდათ ანაზღაურება და ვინაიდან ფული ბევრ არაფერში ეხარჯებოდათ, შვიდ წელიწადში საჭირო თანხის დაგროვებას ახერხებდნენ.

თავად მანქანის შეძენის პროცესი ძალიან დამამცირებელი იყო. გვერდით რომ გადავდოთ მრავალწლიან რიგში ლოდინი, ავტომაღაზიები მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგში მხოლოდ თითო-თითო იყო. თავად მანქანები კი ავტოსალონებში არ ყავდათ. მყიდველს აძლევდნენ ჩეკს, რითაც მიდიოდა სპეციალურ სალაროში, სადაც კვლავ რიგში ყოფნა უწევდა. შემდეგ ბრუნდებოდა მაღაზიაში ჩეკისთვის (კიდევ ერთი რიგის შემდეგ) რომ მანქანა მიეღო, მიდიოდა საწყობში, სადაც ელოდებოდა მორიგ მზიდავს და იმ მანქანას იღებდა, რომლის ნომერიც მის ჩეკზე ეწერა და ეს იყო დიდი ბედნიერება.

ბანჯგვლიანი ხელი

ავტომობილის ლოდინი შეიძლებოდა კიდევ უფრო გაწელილიყო იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც გაურკვეველი გარემოებით, რიგში მყოფთა სიებში ხვდებოდნენ. ადგილის ყიდვა შეუძლებელი იყო, ფული არავის ჭირდებოდა, მაგრამ ნაცნობობით თავისუფლად შესაძლებელი ხდებოდა. არანაირი ელექტრონული რიგი ან რიგის ნომერი არ არსებობდა, ამიტომ კანონიერ მტკიცებულებას, ვინ ვის შემდეგ მოდიოდა, ვერც აღმოაჩენდი.

ვოიაჟი მოძმე რესპუბლიკებში

ხშირად მანქანებისთვის მოძმე რესპუბლიკებში გადადიოდნენ. მაგალითად, საქართველო საბჭოთა ბანდიტების სამშობლოდ ითვლებოდა და იქ მრავლად იყვნენ სპეკულანტები, რომლებიც სიამოვნებით ყიდიდნენ მანქანებს 4-5-ჯერ ძვირ ფასად.

იღბლიანი შემთხვევა

აგრეთვე ხდებოდა წარმოუდგენელი ისტორიებიც. 1983 წელს საბჭოთა კავშირში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მოსკვიჩი" კრედიტით გაიცემოდა. თავიდან ეს ყველასთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა. მრავალი უცხოური ქვეყანა საბჭოთა მანქანებზე უარს ამბობდა. მაშინ მოსკვიჩი ირლანდიაში და შოტლანდიაშიც იყიდებოდა მარჯვენა საჭით, საფრანგეთში კი მოსკვიჩის კაბრიოლეტები დადიოდა. შედეგად, მთელი ექსპორტი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და საწყობები გადაივსო, რამაც მანქანების ცოტა ხნით ფართო გავრცელება გამოიწვია.

და კიდევ

ხალხი, რომელსაც ძალიან სურდა ავტომობილი, აქტიურად ყიდულობდნენ სპორტლოტოს ბილეთებს, სადაც ავტომობილიც თამაშებოდა. ერთეულებს უმართლებდათ, მაგრამ რაც მთავარია, ვიღაცას მაინც ხომ უმართლებდა!

მომზადებულია avtovzglyad.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია