საშიში დაავადება - ბავშვები, რომლებიც ტკივილს ვერ გრძნობენ

საშიში დაავადება - ბავშვები, რომლებიც ტკივილს ვერ გრძნობენ

ბავშვების უმრავლესობისთვის აცქვეფილი მუხლი და მისი თანმდევი ცრემლები ბავშვობის ჩვეულებრივი ნაწილია. მაგრამ არსებობენ პატარები, რომლებსაც ტკივილის შეგრძნება სრულიად არ აქვთ და ისე შეიძლება დაიწვან ან გაიჭრან მთელი სხეული, რომ ვერაფერი გაიგონ, რაც რასაკვირველია, უდიდეს საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.

ეს დაავადება იმდენად იშვიათია, რომ მსოფლიოში სულ 100-მდე შემთხვევაა ცნობილი. მათ ტვინში გათიშული აქვთ ის უბანი, რომელიც ტკივილზეა პასუხისმგებელი. როგორც ექიმები ამბობენ, ერ გენეტიკური დარღვევაა და ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა დედასა და მამას სისსხლის ჯგუფების შეუთავსებლობა აქვთ.

ცნობილი ამბავია, რომ 1944 წელს ადოლფ ჰიტლერმა გასცა ბრძანება, შეესწავლათ ეს ფენომენი, რათა უშიშარი ჯარისკაცების არმია შეექმნა. თუმცა ჰიტლერი ამ საკითხში სამეცნიერო მიღწევებს ვერ მოესწრო.

ჩვენ ორ ასეთ საოცარ ბავშვზე გიამბობთ, რომლებიც დღესაც ამ უცნაური დაავადებით ცხოვრობენ.

7 წლის ალისა რამბრიჯს ეს უნიკალური დაავადება 19 თვისას დაუდგინდა. "ისიც ისევე ვარდება და იცქვლეფს მუხლებს, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ მას რეაქცია არ აქვს, - ამბობს ალისას დედა, - არასოდეს არ უტირია და იმაზეც კი დავფიქრდი, აქვს თუ არა საერთოდ

საცრემლე ჯირკვლები".

დაავადების საფრთხე ის არის, რომ როცა გოგონა ავად ხდება ან რამეს იზიანებს, ვერ ხვდება, რა სჭირს. დედა გამუდმებით აკონტროლებს, რომ ის უსაფრთხოდ იყოს და არაფერი დაიზიანოს.

"ერთხელ ცხელ ქურას დაადო ხელი, მაგრამ თამაშს აგრძელებდა, თითქოს არაფერი მომხდარა, - ჰყვება დედა, - მეორედ კი შუბლი გაიტეხა და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება".

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია