ჩაკ ჰეიგელი საქართველოს მხრიდან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენების შეძენას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს

ჩაკ ჰეიგელი საქართველოს მხრიდან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენების შეძენას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს

ურთიერთობის გაღრმავება ნატო-სა და საქართველოს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ვხედავთ საშიშ ნაბიჯებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში.

"მიმდინარე კამპანია, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ვხედავთ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც რუსეთის ქმედება საქართველოს მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, სრულად გაიყვანოს სამხედრო ნაწილები საქართველოს ფარგლებიდან.

"მივესალმებით საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას. რუსეთის ქმედებები ხანგრძლივ პერსპექტივაში წარმოადგენს საფრთხეს, რასაც ამერიკა და მისი პარტნიორები სერიოზულად მიიჩნევენ", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.

გარდა ამისა, ამერიკის შეერტებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს მხრიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების შეძენას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.

"მე და მინისტრმა განვიხილეთ ის პაკეტი, რომელიც ნატო-ს მიერ იქნა გამოყოფილი საქართველოსთვის უელსის სამიტზე. ეს პაკეტი გულისხმობს თავდაცვის სფეროში გაზრდილი შესაძლებლობების განვითარებს საქართველოში, ასევე კავშირების გამყარებას და შეთავსებადობის ზრდას. საქართველო არის ერთ-ერთი იმ ხუთი სახელმწიფოდან, რომელმაც მიიღო მზარდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი. პაკეტის მიღება ნატო-ს სამიტზე იყო პრიორიტეტი ამერიკისთვის. ამერიკა შეეცდება შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ამ ძალისხმევაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან. მე და მინისტრმა განვიხილეთ ის აუცილებელი ნაბიჯები საქართველოსთვის, რომ შეიძინონ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები", - განაცხადა ჰეიგელმა.

მისი თქმით, საქართველოს ახალი სტატუსი, როგორც გაძლიერეული შესაძლებლობის მქონე პარტნიორი, არის ეტაპი მის მზადებაში ნატო-ს წევრობისკენ

"ეს არის ის მიზანი, რომელიც ნატო-ს სახელმწიფოთა ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს", - განაცხადა ჰეიგელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა