დავით უსუფაშვილმა მანდატურებს ჯოხის გამოყენებისკენ მოუწოდა

 დავით უსუფაშვილმა მანდატურებს ჯოხის გამოყენებისკენ მოუწოდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე დეპუტატების ერთმანეთს შორის საუბარმა და მათი მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ გააბრაზა.

უსუფაშვილი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, როცა მის პარალელულად, გოგი თოფაძე და კახა ოქრიაშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. უსუფაშვილმა თავდაპირველად კოლეგებს საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისმა ამ მოწოდებამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მიმართა, დაკისრებული ფუნქცია შეესრულებინათ.

"თქვენ დასაჯდომად არ შემოსულხართ. თუ პატივისცემა არ აქვთ ხალხის, ავიღოთ ჯოხი და ამით ვიმუშაოთ", - მიმართა უსუფაშვილმა მანდატურის თანამშრომლებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა